17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში - კრისტიან დანიელსონი

ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, პოლიტიკურის კრიზისის დასრულება პოლიტიკური ოპონენტებს საშუალებას მისცემდა ყურადღების გადატანა კორონავირუსის გამოწვევებზე და ქვეყანაში პანდემიით გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე.

რაც მისი თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

"პოლიტიკური კრიზისის დასრულება ნიშნავდა საქართველოს ლიდერებისთვის, რომ მათ შეძლებოდათ კონცენტრაციის მოხდენა და ყურადღების გამახვილება კორონავირუსის პანდემიაზე და მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე, წინ წასულიყვნენ ევროკავშირის დღის წესრიგით და დაეცვათ საქართველოს უსაფრთხოების ინტერესები რეგიონში. ეს არის რეალური გამოწვევები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას," - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონსა და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის 10 საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

დღის ამბები