17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"ქართული ოცნების" მხრიდან მიზანმიმართულ მავნებლობას ჰქონდა ადგილი, ეს იყო კატასტროფა - გიორგი ვაშაძე

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკების პროცესი მიზანმიმართულად ჩაშალა. 

მისივე თქმით, ევროპულმა მხარემ ნათლად დაინახა, რომ "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული პერსპექტივა არ უნდა.

"ქართულმა ოცნებამ" ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ევროატლანტიკურ ალიანსს. ეს იყო კატასტროფა, რაც გუშინ მათი მხრიდან ხდებოდა. არც კი მოსულა საკითხების სრული ჩამონათვალი ოპოზიციამდე, რადგან მმართველი გუნდის დესტრუქციული პოზიცია იმდენად გაუგებარი და მიუღებელი იყო ჩვენი დიპლომატებისთვის და მედიატორებისთვის, რომ ამ ადამიანებს ჩვენთან დეტალური საუბარი და განხილვა არც კი დაუწყიათ. ევროპულმა მხარემ ძალიან ნათლად დაინახა, რომ "ქართულ ოცნებას" არაფერი აინტერესებს და არანაირი დემოკრატიული პერსპექტივა არ უნდა. ამ დოკუმენტში დასამალი არაფერია, რადგანაც შინაარსის განხილვაზე ვერ მივედით. 

იმდენად მიუღებელი იყო "ქართული ოცნების" პოზიცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, რომ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ საბოლოო დოკუმენტი ვერც კი დადეს. ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან მიზანმიმართულ მავნებლობას ჰქონდა ადგილი, რომ ეს დაუფარავი ვერ დარჩა ჩვენი მედიატორებისთვის, მათ ემოცია ვერ დამალეს, რადგან ფაქტობრივად, ასეთი გამოცდილება მათ პრაქტიკაში არ არის. მათ მოლაპარაკება მიზანმიმართულად ჩაშალეს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

 

 

 

 



 

 

 

 



დღის ამბები