17 ნოემბერი 2024,   08:29
ვრცლად
იაპონელი ინვესტორები ითვალისწინებენ რისკებს, ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს მხარეებმა დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას - იაპონიის ელჩი

იაპონიის სრულუფლებიან ელჩი საქართველოში იმამურა აკირა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. როგორც მან  განაცხადა, დიდი იმედი აქვთ, დაინახონ საქართველოში სტაბილურობა და იმედოვნებს, რომ მხარეები დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს.  

"იაპონია და საქართველო იზიარებენ, ისეთ ღირებულებებს, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია და ჩვენ მხარს ვუჭერთ, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ტერიტორიულ მთლიანობას და სწორედ ამიტომ და ამ ჭრილში დიდი სურვილი გვაქვს, დავინახოთ, საქართველოში სტაბილურობა, იმედი გვაქვს, რომ მხარეები შეთანხმდებიან და დიალოგის გზით მიაღწევენ კონსენსუსს, რათა მცდელობა იყოს მეტი სტაბილურობისკენ.  სტაბილურობა არის საკვანძო ნაწილი, როგორც დემოკრატიაში პროგრესისთვის, ასევე ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. იაპონელი ინვესტორები დიდი ინტერესით აკვირდებიან მსოფლიოში სხვადასხვა მოვლენებს, ითვალისწინებენ რისკებს, ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, რომ მხარეებმა დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას" - განაცხადა ელჩმა.

კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება, ელჩი პასუხობს, რომ ის დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან პროცესებში თავად არაა ჩართული:

"მე არ ვარ ჩართული ამ პროცესებში და შესაბამისად, არ შემიძლია, ვისაუბრო დიალოგის დეტალებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ დაძაბულობის მოხსნას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დემოკრატიის, ასევე  ევროატლანტიკურ პროცესში, ასევე მნიშვნელოვანია, ინვესტიციებისთვის. ასე, რომ ძალიან ვგულშემტკივრობ, იმას, რომ ნებისმიერი პროგრესი ამ დიალოგში იყოს მიღწეული"-განაცხადა იმამურა აკირამ.

იაპონელი ინვესტორები, ითვალისწინებენ რისკებს, ამიტომ დიდი სურვილი გვაქვს, რომ მხარეებმა დიალოგის გზით მიაღწიონ შეთანხმებას

დღის ამბები