დღეს, 16 საათზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიცია შეიკრიბება. წინასწარი ინფორმაციით, ხელისუფლების ოპონენტები სამომავლო გეგმებზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. მხარეები მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებებს 7 დღის განმავლობაში მართავდა. საბოლოო შეხვედრის შემდეგ, რომელიც 9 საათს გაგრძელდა და რომელმაც დაპირისპირებული მხარეები შედეგამდე ვერ მიიყვანა, შვედი დიპლომატი ბრიუსელში დაბრუნდა.