ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში უკრაინასთან პარტნიორობის კანონპროექტი წარადგინეს, სადაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან დიპლომატიური, ეკონომიკური, ენერგო და საზღვაო ურთიერთობების გაძლიერებაზეა საუბარი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის საკითხებში სპეციალური დესპანი უნდა დანიშნოს, რომელიც ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნებთან ურთიერთობებს, რომლებიც რუსეთის მზარდი მილიტარიზაციის გავლენის წინაშე დგანან.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის დასავლური ორიენტაციის გაძლიერების ფონზე რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ეწინააღმდეგება ბუდაპეშტის მემორანდუმს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს უკრაინის 2022 წლიდან 2026 წლამდე 300 მილიონი დოლარის ოდენობით დახმარებას.