"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. პარტიები სამომავლო გეგმებზე საუბრობენ, რომელშიც საპროტესტო აქციებიც მოიაზრება.
უნდა იმსჯელონ, რას აპირებენ ახლა და დაბრუნდება თუ არა დღის წესრიგში აქციები პიკეტით, ისე როგორც ეს იყო დაგეგმილი შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე.