17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
წულუკიანს პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სპეციალურად შექმნა თეა წულუკიანისთვის სამინისტრო.

"ფაქტია, რომ ქალბატონ წულუკიანს პარლამენტი ეპატარავებოდა და რაღაცის მინისტრობა უნდოდა, "ქართულმა ოცნებამ" არც აცია, არც აცხელა და ცალკე სამინისტრო შექმნა. წულუკიანი რვა წლის განმავლობაში იყო იუსტიციის მინისტრი და მართლმსაჯულების სისტემა ჩააფლავა. ვისურვებ, რომ ისეთივე წარუმატებელი არ იყოს, როგორიც მართლმსაჯულების მინისტრი იყო,"- ალეკო ელისაშვილი.

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. რესტრუქტურიზაციის პროცესში განათლების სამინისტრო ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ უწყებად.

დღის ამბები