17 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
მე მაქვს ხედვები, რა არის გასაკეთებელი - თეა წულუკიანი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აქვს კონკრეტული ხედვები, რომელიც კულტურის სფეროში არის გასაკეთებელი.

"ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის სფეროებში არაერთი გამოწვევაა. მე პირადად მაქვს ხედვები რა არის გასაკეთებელი. პირველივე შესაძლებლობისთანავე დარგის სპეციალისტებს შევხვდები. ორშაბათიდან სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს წარმომადგენლებთანაც მექნება შეხვედრა," - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი თეა წულუკიანს ულოცავს მინისტრობას და აცხადებს, რომ წულუკიანი ამ სფეროშიც წარმატებული მინისტრი იქნება. 

თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. რესტრუქტურიზაციის პროცესში განათლების სამინისტრო ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ უწყებად.

დღის ამბები