"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მანდატები და უფლებამოსილება აუცილებლად უნდა შეწყდეს და პარლამენტში შესვლა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
"ამ კონფიგურაციაში, როდესაც ხელისუფლება ევროატლანტიკურ სივრცეზე ამბობს უარს, არ ვიცი, ვინ უნდა განიხილოს პარლამენტში შესვლა.
ახლა დროა, მანდატები შეწყვიტონ, რომელიც მთელი ამ პერიოდის მანძილზე უკანონოდ უჭირავთ და იციან უბრალოდ, რომ ერთპარტიული პარლამენტი მათთვის პრობლემაა,"-აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.