პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის გამართვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
მიხეილ სარჯველაძემ ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ აპირებს "ქართული ოცნების" ლიდერებს შეხვდეს და მოლაპარაკებები წარმართოს.
"განხილვა სჭირდება ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, ესე პირდაპირ, რა თქმა უნდა, დათანხმება ამაზე, მე ნამდვილად არ შემიძლია. გასავლელია ყველა შემთხვევაში. ამან უბრალოდ არ გამოიწვიოს რაიმე უარყოფითი გავლენა, არ მოახდინოს იგივე სხვა პროცესებთან მიმართებაში, სხვა მხრივ, დიალოგი, ნებისმიერი ფორმატი, მისაღები იქნება ალბათ. ზოგადი დამოკიდებულება ესეთია მოლაპარაკებებისა, რომელიც შეიძლება იყოს შედეგზე ორიენტირებული. ამდენად, რასაკვირველია, ეს განსახილველად ღირს, ვნახოთ და შეიძლება ვიფიქროთ კიდეც. მაგალითად, ფორმატის შეცვლამ შეიძლება გავლენა იქონიოს დადებითი ამ ტენდენციაზე, რასაც მოლაპარაკების პროცესი ჰქვია," - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.