პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მიხვდება, რომ აჟიოტაჟის შექმდა განწირულია.
"მემგონი, უნდა ირწმუნოს ოპოზიციამ, რომ აჟიოტაჟის შექმნა განწირულია. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წარუმატებელი მცდელობის ტალღა იქნება მათი მხრიდან.
ადრე თუ გვიან, მიხვდება ოპოზიცია, რომ დაძაბულობის კერების შექმნით ხელისმოთბობის შესაძლებლობები ვერ შეიქმნება. საკმაოდ ბრძენია ჩვენი ხალხი, რომ ასეთ სატყუარაზე წამოეგონ,"-აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.