17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ვინ ააყირავა მოლაპარაკების მაგიდა - რა დეტალები გაამხილა ალეკო ელისაშვილმა და რა საკითხებშია უმცირესობაში "გირჩი"

ჩაშლილ მოლაპარაკებაზე პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

საერთაშორისო ფასილიტაციიდან მედიაციამდე მისული და უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების დეტალებზე პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ დღეს ღიად ისაუბრა.

ალეკო ელისაშვილმა გაუთქმელობის პირობა დაარღვია და თქვა, რომ ყველაზე რთულად შესათანხმებელ საკითხებზე, როგორიცაა პატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები, კონკრეტული წინადადებების განხილვები მიმდინარეობდა. მისივე თქმით, კომპრომისული შეთავაზებები მხოლოდ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

"გირჩის" ლიდერი კი ამბობს, რომ შეხვედრაზე, რომელსაც თავადაც ესწრებოდა, პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეები შეთანხმების განწყობით არ მისულან.

პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ თავად მედიატორთან შეთანხმების პირობას იცავენ და დეტალებს არ ასაჯაროებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე, მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ისინი მსჯელობდნენ.

საპირისპირო ბრალდებები ისმოდა დღეს მმართველი გუნდისგან, "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ოპონენტები შეთანხმებისთვის განწყობილები არ ყოფილან.

 

დღის ამბები