17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
"ვაანონსებთ აქციებს, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე" - ოპოზიციის ლიდერების თქმით, საგანგებო რეჟიმზე გადადიან

ოპოზიცია დღეიდან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და აქციებს აანონსებს - პოლიტიკურმა ლიდერებმა გეგმების შესახებ პარლამენტის შენობასთან ისაუბრეს. 

მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" კარი დაუხურა ევროპარლამენტს. 

"დღეიდან, ამ წუთიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში! დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, როდესაც უკან დგას სიმართლე.

ვაანონსებთ აქციებს, დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე! 15 მაისს შევიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, ეს იქნება ხისტი და უწყვეტი პროტესტი, რომელიც ქვეყანას მიიყვანს გამარჯვებამდე,"-აღნიშნა უდუმაშვილმა.

დღის ამბები