"გირჩი" ქართულ ოცნებასთან პირდაპირი დიალოგისთვის ემზადება. როგორც ვახტან მეგრელიშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, მზადაა “ქართული ოცნების” ლიდერებთან მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთი ერთზე დაჯდეს.
კომუნიკაციისა და შეხვედრის პერსპექტივაზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ შეხვედრა მომდევნო კვირაში შედგეს.
"ჩვენ ეს კომუნიკაცია გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმ "ქართული ოცნების" პოზიციები გავიგოთ და ამის მიხედვით, უკვე ჩვენი პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. ჯერ შეხვედრები არ გვქონია, მაგრამ მე მგონი არ იქნება პრობლემა, ზოგადად. ჩვენ ამ კუთხით არასდროს არ გვქონდა, იმ კვირაში სავარაუდოდ გვექნება რამე შეხვედრა. მნიშვნელოვანია დავასრულოთ პოლიტპატიმრების საკითხი მშვიდობიანად და მაგალითად, შევცვალოთ საარჩევნო სისტემა ისე, რომ გამოვრიცხოთ რომელიმე ერთი პარტიის დომინირება მომავალში. ასეთი ნაბიჯები არა მარტო "გირჩისთვის" იქნება სასარგებლო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ დავასრულეთ დაპირისპირება,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.