მოლაპარაკებების კარები კვლავ ღიაა, ამის შესახებ განცხადება თამარ ტალიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, გარკვეული პარტიების მხრიდან "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების ინტერესი უკვე გამოჩნდა.
განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებაზე გააკეთა.
"იქნება მსჯელობა მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ყოველთვის, როცა ჩვენ ვიკრიბებით უმრავლესობის ფორმატით. მოლაპარაკებების კარები კვლავ ღიაა. თქვენ ხედავთ, რომ უკვე გამოთქვეს გარკვეულმა პარტიებმა ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო სხვა ფორმატში აწარმოონ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება. ასე რომ, ყველას, ვისაც სურს, რომ ჩვენ ევროპულ გზაზე ვიაროთ წარმატებით, მით უმეტეს, მსოფლიოში რეგიონული კრიზისის გათვალისწინებით, აუცილებელია, რეალური საქმის კეთება და არა დესტრუქცია,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.