თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაცია თითქოს ვაშლიჯვრის გზაზე კიდევ გაჩნდა ნაპრალები, არის დეზინფორმაცია.
"სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. მათი მიზანია მოსახლეობაში პანიკის დათესვა.
დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ თბილისის მერია ადგილზე მუშაობის საშუალებას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგბლობით ვაცხადებ, რომ სამუშაოები არ შეწყვეტილა არცერთი წუთით.
რაც შეეხება გარეშე პირების ადგილზე დაშვებას, ეს მხოლოდ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება,"-აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
გეოლოგმა თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე აღმოჩენილია კიდევ ერთი დაბზარული მონაკვეთი, რომელიც გაცილებით ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან.