17 ნოემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"გირჩი" პირდაპირი დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს

"გირჩი" სხვადასხვა პარტიებთან, მათ შორის მმართველ გუნდთან, პირდაპირი დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ისინი გუნდში საკუთარ პოზიციებზე შეჯერდებიან და შემდეგ შეეცდებიან ინდივიდულურად შეხვდნენ სხვადასხვა პარტიებს, მათ შორის მმართველ პარტიას.

"ნაადრევია საუბარი შეხვედრის დეტალებზე. ჯერ ჩვენ გვინდა, ჩვენი საკუთარი, ანუ "გირჩის" პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. მკაფიოდ გავერკვეთ, რა იქნება ჩვენთვის სწორი და არასწორი და მერე შევუდგეთ, როგორც საზოგადოებასთან, ისე სხვა პოლიტიკურ ძალებთან საუბარს. ეს არ არის შემოფარგლული მხოლოდ "ქართული ოცნებით", ეს ნებისმიერი პარტიისთვის ღია იქნება," - განაცხადა "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

დღის ამბები