17 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
არასოდეს არ გვითქვამს, რომ მოლაპარაკება დაიხურა - ალუდა ღუდუშაური

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის კარი ჯერჯერობით დახურული არ არის.

"ქართულ ოცნებაში" გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ მონაწილეობას მიიღებენ ნებისმიერ ფორმატში, სადაც კოპმრომისული შეთანხმება მოხდება.

"ჩვენი ოპონენტების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი გვესმის. ეს ულტიმატუმი არა მხოლოდ "ქართული ოცნების" მიმართ არის, არამედ ეს ულტიმატუმი არის ქვეყნის მიმართ.

არასოდეს არ გვითქვამს, რომ მოლაპარაკება დაიხურა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ შეთავაზებებზე, რომელიც გვქონდა ჩვენი ოპონენტების მიმართ, ამაზე შეთანხმება არის შესაძლებელი ნებისმიერ დროს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, მნიშვნელოვანია მოხერხდეს, რომ დიალოგისთვის ასპარეზი ყოველთვის რჩებოდეს.

დღის ამბები