21 მარტი ჟურალისტიკის დღეა. ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყნის დემოკრატიისთვის აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა.
"მინდა ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს.
უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი - "ქართული ოცნება" უდგას გარანტად.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში,"- ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.