17 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ჩვენთვის მოლაპარაკების სივრცე შეზღუდულია, "ოცნებასთან" პირისპირ საუბარი გამორიცხულია - აკაკი მინაშვილი

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის დამოკიდებულება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. მათი შეფასებით, პირდაპირი დიალოგი უმრავლესობასთან, იმ ფონზე, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ციხეშია, შეუძლებელია.

ერთკვირიანი ინტენსიური, თუმცა უშედეგო მედიაციის მიუხედავად, მმართველი გუნდის ოპონენტები პროცესებში ევროპის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ოპოზიცია პროტესტის ფორმად კვლავ აქციებს ირჩევს და ისინი რეგიონებში ჩასვლასაც გეგმავენ.

"გამორიცხულია "ქართულ ოცნებასთან" პირისპირ საუბარი. ჩვენთვის მოლაპარაკების სივრცე არის შეზღუდული, იქიდან გამომდინარე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დღეს არის პატიმრობაში და ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ ვერცერთ ნაბიჯს ხელისუფლების მხრიდან მის გამოშვებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა.

დღის ამბები