17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, მალე შევხვდებით - გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჭორებისა და მითქმა-მოთქმის მიუხედავად, არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

გიორგი გახარია პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა. 

"მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ,"- განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა. "მალე შევხვდებით" - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

წყარო: "ფორმულანიუსი"

 

ამავე თემაზე
დღის ამბები