რატომ იყო "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი შეხვედრაზე ყოფილ პრემიერმინისტთან, გიორგი გახარიასთან - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გახარიასა და დაუშვილს თანამშრომლობის დიდხნიანი ისტორია აკავშირებთ.
"ბატონი მიხეილ დაუშვილი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე თანამშრომლობდა ბატონ გიორგი გახარიასთან. ერთად მუშაობდნენ, ერთად მოიაზრებოდნენ, შესაბამისად, ეს ურთიერთობები, რომელიც მათ დღემდე შემორჩათ არის, ალბათ, მიზეზი," - ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
მისი თქმით, გახარიასა და დაუშვილის საერთო პოლიტიკურ გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, არც საუბრის საფუძველი.
გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით დღეს განაცხადა - მან "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა: "არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან."
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.