ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსპრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებებს ეხმაურება და მას "ქართულ ოცნებასთან" აკავშირებს.
მარგველაშვილის შეფასებით, გახარია "თითქოს ალტერნატიული ძალის" მისიას შეასრულებს.
"ვთქვი, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და შვებულებიდან ორშაბათს გამოიყვანეს გახარია იმისთვის, რომ შეასრულოს ეს მისია, თითქოს მისია, რომ შექმნას "ქართული ოცნება 2", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ არსად წასვლას აპირებს - მათ შორის, არც პოლიტიკიდან.