17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
რუსეთი თვლის, რომ შეუძლია აუკრძალოს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება, რაც ალიანსისთვის მიუღებელია - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის მხარდაჭერა ორგანიზაციის წევრობის გზაზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე დააანონსა, რომ მინისტერიალზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც დაესწრება, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსეთი იქნება. სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი თვლის, რომ შეუძლია აუკრძალოს ქვეყნებს ნატოში გაწევრიანება, რაც ალიანსისთვის მიუღებელია.

"ჩვენი კარი ღიაა. ახლახან შევხვდი საქართველოს პრემიერმინისტრს და მას იგივე მესიჯი გადავეცი. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების კუთხით. საქართველოს მხარს სხვადასხვა გზით ვუჭერთ. მხარს ვუჭერთ რეფორმებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და ამ მხარდაჭერას განვაგრძობთ. მინისტერიალზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაესწრება, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც განვიხილავთ - რუსეთია. რუსეთი ხშირად ამბობს, რომ მათ უფლება აქვთ, ქვეყნებს უარი უთხრან ნატოში გაწევრიანებაზე. ბოლო ასეთი შემთხვევა ბოსნიის მაგალითზე ვიხილეთ. ნატოსა და ასპირანტი ქვეყნების გარდა, არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, განსაზღვროს, როდის გახდება ქვეყანა ნატოს წევრი. ეს თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებაა, მათ შორის, საქართველოსიც. ამ პროცესში სხვებს ჩარევის უფლება არ აქვთ,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები