ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას ახალი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი".
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა მათი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" შეფასებით გალისა და ახალგორის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა განსაკუთრებული წნეხის პირობებში იმყოფება.