საქართველოში ამერიკის საელჩო სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში.
"შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას.
მოვუწოდებთ პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად,"- წერია საელჩოს განცხადებაში.
ნინო ლომჯარიას ელჩი კელი დეგნანი გუშინ შეხვდა.