ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - 23% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, 7% კი - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას".
40% მიიჩნევს, რომ მათთან ახლოს არც ერთი პარტია არ არის, 14%-მა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, 7% კი სხვა პარტიებს ასახელებს.
ამასთან, ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 20% მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მყოფ პარტიად "ქართულ ოცნებას" ასახელებს, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 5%, სხვა პარტიებს კი 9%.
NDI -ის კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია ეხმარება მათ საქმიანობას და გამოთქვამენ სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს მსგავსი აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური
ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.