05 სექტემბერი 2026,   13:08
ვრცლად
გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი ახალციხის კლინიკის ხელმძღვანელისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართული ყველა პირის გამოკითხვას ითხოვს

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი ახალციხის "იმედის" კლინიკის ხელმძღვანელისა და ვაქცინაციის პროცესში ჩართული ყველა პირის გამოკითხვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

ადვოკატ ნინო ამაღლობელის განცხადებით, ვაქცინაციიდან 6, ხოლო 27 წლის ექთნის გარდაცვალებიდან 5 დღე გავიდა და იურისტებს ჯერ არც ერთი პირის გამოკითხვის ოქმი არ მიუღიათ.

"მივმართავთ პროკურატურას იმ კონკრეტული პირების გამოკითხვის მიზნით, რომლებიც დღემდე გამოკითხულნი უნდა იყვნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინაციიდან 6 დღე, ხოლო გარდაცვალებიდან 5 დღე გავიდა და ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, არანაირი გამოკითხვის ოქმი ისეთი პირების, როგორიც არის ახალციხის კლინიკა "იმედის" ხელმძღვანელი, ვაქცინაციის ჩამტარებელი ექთანი, ექიმი, ამბულატორიის უფროსი, რეანიმატოლოგი, არავისზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, თუ ვინ რა მოქმედებას ატარებდა, ვინ გაუწია და გაეწია თუ არა საერთოდ დროული სამედიცინო დახმარება მეგი ბაქრაძეს," - განაცხადა გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

ვაქცინის შედეგად გარდაცვლილს ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პროცესში ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტებსაც რთავს.

ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც სწავლობს.

დღის ამბები