17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
პოლიტიკური თვალსაზრისით, "ქართული ოცნების" სერიოზულ კონკურენტს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ - გურამ მაჭარაშვილი გიორგი გახარიაზე

მმართველ პარტიაში გიორგი გახარიასგან მისი პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ უფრო მეტ დეტალსა და კონკრეტიკას ელოდებიან. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიტიკურ ველზე პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით სერგეენკოს თქმით, გიორგი გახარიას განცხადება მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თუმცა რაიმე სახის მხარდაჭერაზე საუბარი ნაადრევია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, "ქართული ოცნების" სერიოზულ კონკურენტს ამ ეტაპზე  ვერ ხედავს.

"ქართული ოცნებისთვის" კონკურენტი ქვეყანაში არსებული გამოწვევებია. თუმცა, თუ იქნებიან ჯანსაღი ოპოზიციური ძალები, ჩვენ ამას ყოველთვის მივესალმებით. ამ ეტაპზე კი, პოლიტიკური თვალსაზრისით, სერიოზულ კონკურენტს ვერ ვხედავ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ 18 თებერვალს დატოვა. გუშინ კი განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

გიორგი გახარიამ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამჟამად ის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს. 

დღის ამბები