17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესების მონიტორინგისთვის სპეციალური სისტემები დამონტაჟდება - თბილისის მერის მოადგილე 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა სპეციალურ ბრიფინგზე ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე არსებულ  მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ, გადაწყდა, რომ ადგილზე შესაბამისი სპეციალური სისტემების მონტაჟი მოხდება, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. 

"შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ შემდგომი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები, თუ რა შემდგომი სამუშაოები უნდა განხორციელდეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მივიღეთ დამატებითი გადაწყვეტილება, რომ მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს. მონაცემები კვირის ბოლოსკენ გვექნება. ის შეზღუდვები, რაც მიმდებარე არეალზე მიმდინარეობდა, კვლავ ძალაში რჩება," - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

დღის ამბები