17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი იყო, რაც შეიძლება გადაედგათ - ვახო მეგრელიშვილი დანიელსონის მეორედ დაგეგმილ ვიზიტზე

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება - კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაცისთვის კვირის ბოლოს დაბრუნდება. გადაწყვეტილების შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ საჭიროა ქმედითი ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილის წნეხისთვის.

"მოლაპარაკება მოლაპარაკებებისთვის არ უნდა გაიმართოს. ამისთვის არის საჭირო ქმედითი წნეხი ივანიშვილზე გარედანაც და შიგნიდანაც. არის საკითხები, სადაც უკან დახევა ვერ იქნება,"- აღნიშნა გუგავამ.

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ დანიელსონის ჩამოსვლა მოულოდნელი იყო.

"ყველაზე მოულოდნელი ნაბიჯი იყო, რაც შეიძლება გადაედგათ. ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებულად წარიმართება მოლაპარაკებები,"- აღნიშნა მეგრელიშვილმა.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების მიღწევის განზრახვა არ არის.

"მათი უწყვეტი და ასეთი მკაფიო მხარდაჭერა არის იმედისმომცემი ამ პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად. თუ მხარეებს შორის არის განზრახვა, რომ შეთანხმება იქნას მიღწეული, შეთანხმება შედგება. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი განზრახვა ხელისუფლების მხრიდან ვერ ვნახეთ,"-აღნიშნა საბა ბუაძემ.

დღის ამბები