ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, უმრავლესობაში ამბობენ, რომ კვლევა რეალური სურათის ამსახველია. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მოქალაქეები უკვე დაიღალნენ იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც ოპონენტები არიან დაკავებულები.
"ჯამში არის 62% თუ არ ვცდები, რომელიც ან არ ასახელებს, ან გადაუწყვეტელია. ეს, ჩემი აზრით, მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენი მოსახლეობა და მათ შორის თუ შეხედავთ რა არის პრიორიტეტები ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს მე მგონი ყველაზე კარგად აჩვენებს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობა დაღლილია იმ პარტიული კინკლაობით, რომლითაც დაკავებულია ახლა ჩვენი ოპონენტები. ის, რომ მათ სურთ რომ პარტიები, მათ შორის პარლამენტში თანამშრომლობდნენ იმისთვის, რომ გადაწყდეს რეალური პრობლემები, რეალური საკითხები და არა ის გამოგონილი საკითხები და პრობლემები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ასახელებენ,“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.