შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს.
მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, გიორგი ბერაიას ქმედებაზე რეაგირება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების თქმთ, პატრულმა საქართველოს ეროვნული დროშა შეურაცხყო. საუბარია რამდენიმე დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციისას მომხდარ ინციდენტზე.
წერილობითი მოთხოვნა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ ჩაიბარა.