ვინ მოიაზრება ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გუნდში, ამ ეტაპზე უცნობია. "ქართული ოცნების" დეპუტატები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებენ, რომ ექსპრემიერთან მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა არ აკონკრეტებენ, შესაძლებელია თუ არა, მომავალში გახარიას გუნდში იხილოს საზოგადოებამ.
"გიორგი გახარიამ თავად თქვა, რომ პოლიტიკიდან არ მიდის და ასევე თქვა, რომ უფრო დეტალურად საკუთარ გეგმებს საზოგადოებას გააცნობს.
არის ჩემი მეგობარი და ვადასტურებ, მასთან მეგობრობა მაკავშირებს და წლების განმავლობაში ერთად ვმუშაობდით. დღეს მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
"მასთან მე მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. პოლიტიკურ საკითხზე კონსულტაცია მე, პირადად, არ მქონია. თუ მექნება კონსულტაცია, ამას თქვენ შეგატყობინებთ პირველი," - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გიორგი გახარია პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ "ტვიტერზე" განცხადებას ავრცელებს. ყოფილი პრემიერმინისტრი წერს, რომ ამჟამად ის საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.