ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი კორონავირუსის მოსალოდნელ მესამე ტალღაზე საუბრობს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც კორონავირუსისგან ყველაზე ეფექტურად იცავს.
"მესამე ტალღა მოსალოდნელია და ყველა ის ნიშნული, რომელიც დღესდღეობით არის მომატებული, ჩვენ გვაძლევს იმის ეჭვს და საფუძველს, რომ მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს ყველა ის ღონისძიება, რომელიც, დღესდღეობით, მოსახლეობისთვის არის ცნობილი. ამაში მე ვგულისხმობ, პირველ რიგში, პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და პირად ჰიგიენას,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.