საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის გაკონტროლება მაღალ დონეზე მოხდა და ამაზე მეტყველებს რიცხვებიც. რაც შეეხება ჯარისკაცების ვაქცინაციას, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს პრაქტიკა, რომ ჯარისკაცები რისკჯგუფებზე წინ დაეყენებინათ და მათზე ადრე აეცრათ.
"ასეთი პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, რომ რისკჯგუფებზე წინ დავაყენოთ ჯარი და ავცრათ, აქ შედეგია ჩვენი მიზანი და შედეგიდან გამომდინარე, ის პრაქტიკა, რაც სხვა ქვეყნებს აქვთ, ამას მივყვებით," - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, მისიებში მყოფ ჯარისკაცებს პარტნიორი ქვეყნები აცრიან:
"რაც შეეხება მისიებში მყოფ სამხედროებს, ჩვენ მივაღწიეთ შედეგს, რომ ჩვენი პარტნიორები იზრუნებენ მათ ვაქცინაციაზე,"- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ "დღის კურიერის" ეთერში.