17 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
NDI-ის მორიგი კვლევა - მოქალაქეების თითქმის ნახევარი ქართულ პოლიტიკურ ველზე მოთამაშე არცერთ სუბიექტს არ ენდობა

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეების თითქმის ნახევარი ქართულ პოლიტიკურ ველზე მოთამაშე არცერთ სუბიექტს არ ენდობა. ამ მხრივ ყველაზე კარგად საქმე მმართველ პარტიას აქვს, რომელსაც 23 პროცენტი უჭერს მხარს. ყველაზე დიდი ოპოზიციურ ძალას, ყოფილ მმართველ პარტიას კი 7 პროცენტი აქვს. 7 პროცენტი ერგო ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას.

ამ მონაცემებმა პარტიების ნაწილის გაღიზიანება და უნდობლობა გამოიწვია. ნაწილი მიღებულ შედეგებს პოლიტიკური და შიდა პარტიული კრიზისით ხსნის. თუმცა, ყველა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სატელეფონო გამოკითხვის შედეგების სიზუსტეს. მმართველი პარტიისთვის კვლევა რეალობის ამსახველია.

"კურიერის" მიერ ქუჩაში მოსმენილი განწყობები თითქმის იმ შეფასებების იდენტურია, რაც სატელეფონო გამოკითხვით NDI-მ ბოლო კვლევაში ასახა. 

დღის ამბები