"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება "ქართული ოცნების" ყოფილ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
კანდელაკი აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებაზე" საერთაშორისო წნეხი გაასმაგდება და ეს ივანიშვილმა კარგად იცის.
"რამდენიმე წუთის წინ, აშშ-ს სენატში დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი მოსმენა საქართველოს შესახებ. ვფიქრობ, ესმის ბიძინა ივანიშვილს, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა მისთვის მკვეთრად არასასურველი მიმართულებით შეიცვალა, წნეხი "ქართულ ოცნებაზე" კი არ გაათმაგდება, არამედ გაასმაგდება და გახარიას ასეთი ნაადრევი გამოგორებაც ასპარეზზე სწორედ ამას უკავშირდება,"-აცხადებს გიორგი კანდელაკი.