"ლელოს" წევრი ლევან სამუშია დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
როგორც მან "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ამ დათმობაზე წასვლა მოუწევს.
"ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან მისასვლელ გზებზე და 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რაც არ უნდა იძახოს კობახიძემ არა არაო, მოუწევს თვითონ გამოსვლა და ამ პროცესის დემოკრატიად მონათვლა,"-განაცხადა სამუშიამ.