17 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
ორივე მხარეს მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე იმუშაონ - შაჰინი

"საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება ყველა ქართველის ქმედებების მეშვეობით უნდა დავინახოთ, იქნებიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში," - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიისადმი ერთგულება ყველა ქართველის ქმედებების მეშვეობით უნდა დავინახოთ, იქნებიან ისინი მთავრობაში თუ ოპოზიციაში.

"მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ნაბიჯები გადადგას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ყველა ოპოზიციურ პარტიასთან იმუშაოს, რათა კრიზისიდან გამოსავალი იპოვოს. ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყანა ხალხის ნებას უნდა პასუხობდეს, თუმცა წარმატებული დემოკრატია ასევე უნდა ფუნქციონირებდეს და ხალხის საჭიროებებს აგვარებდეს. საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი მოგებული რუსეთია. რუსეთი ქაოსისგან სარგებელს იღებს. ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული თითოეული დღე რუსეთის გამარჯვებაა. თითოეული დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტი ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა. ამიტომაც დღეს ორივე მხარეს მოვუწოდებ, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებასა და შენარჩუნებაზე იმუშაონ," - განაცხადა სენატორმა.

დღის ამბები