ნატოს რამდენიმე მაღალჩინოსანს, მათ შორის, სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს დღეს პარლამენტში ელოდებიან. სტუმრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ფარგლებში გამართულ სხდომას დაესწრებიან.
განხილვის მთავარი თემა საქართველო-ნატოს უერთიერთობა და ქვეყნის პერსპექტივებია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ნატოელი პარტნიორები შეხვედრას ამ ფორმატით მართავენ და იმედოვნებენ, რომ საქართველოს მისწრაფება ალიანსში გასაწევრიანებლად მალე რეალური გახდება.