ფრანგული გამოცემა "ლე მონდი" საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ კრიზისში ევროკავშირის ჩართულობაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან საუბრისას, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა, ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლებასთან უთანხმოება ჰქონდა.
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი იმედგაცრუებულია, რადგან ევროპულმა მედიაციამ შედეგი ვერ მოიტანა და ფრანგულ გამოცემასთან ყვება, რომ მისი გადადგომა იქნება "გაფრთხილება" ორივე მხარისთვის, გამოსავლის მოსაძებნად.
ნატალია საბანაძემ თანამდებობა 21 მარტს დატოვა.