აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯორჯ კენტს სენატში გამართულ მოსმენაზე ნიკა მელიას დაკავების შესახებ კითხვა დაუსვეს. ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერმა სამაჯურის მოხსნით მისი გათავისუფლების პირობები დაარღვია.
"ბატონმა მელიამ თავისი წინა გათავისუფლების პირობები დაარღვია, მან ელექტრონულ სამაჯური მოიხსნა, რაც, ვფიქრობ, უკავშირდება დემოკრატიული ნორმების და კანონის უზენაესობის პატივისცემის საკითხს ყველა ქართველი ლიდერის მიერ. ჩემი აზრით, არავინ არის უნაკლო ამ სიტუაციაში,“ - ამბობს ჯორჯ კენტი.