17 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
"მოქალაქეები" საპენსიო სესხებთან დაკავშირებით პარლამენტში საგანგებო სხდომის დანიშვნას ითხოვენ

პარტია "მოქალაქეები" საფინანსო კომიტეტს მიმართავენ პენსიების საკითხთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართოს.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, "ლიბერთი ბანკი" მაღალ საპროცენტო განაკვეთს აწესებს, რაც პენსიონერებისთვის კაბალურ პირობებს ქმნის. "მოქალაქეები" ითხოვენ, რომ საკომიტეტო მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებმა.

"ბანკი ყველაზე დაუცველ ადამიანებს საქართველოში, პენსიონერებს, ახდევინებს არანორმალურ, აუხსნელად დიდ, 36%-ს სესხის წინასწარ გამოტანაში. ჩვენ, პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენლებმა, მივმართეთ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და ვითხოვთ, რომ პენსიონერებისთვის ამ აუხსნელად დიდ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, დაინიშნოს საგანგებო სხდომა, მოსმენა, სადაც მოვლენ პასუხისმგებელი პირები - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელობა და ასევე, "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელები," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები