სენატში საქართველოს შესახებ განცხადებებს ოპოზიციაში აფასებენ. "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მისამართით მეტად მკაცრი ტონია საჭირო.
"ეს იყო ცივილური განცხადებები ცივილური ადამიანებისთვის, რომ მათ რამე გაიგონ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი. ცოტა მეტი იძულება არის საჭირო, ვერდიქტია საჭირო.
მკვეთრი და მკაფიო ნათქვამი შეიძლება იყოს ერთადერთი რამ, რაც ჩემს ძვირფას კოლეგებს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, ხელს შეუწყობს აზრზე მოსვლაში," - აცხადებს ხვიჩია.
ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ვაშინგტონში, კონგრესის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილეს.