17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
სენატორებმა ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს - ირაკლი ზარქუა

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატში გამართული დებატებისას მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან  ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

"მნიშვნელოვანი იყო სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. ეს ნათლად იყო ხაზგასმული და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს კიდეც და ყურებიც დაახიეს.

ერთადერთი ამოცანა დაუსვეს მათ, უთხრეს, რომ მათი ადგილი არის პარლამენტში და გააგრძელონ მანდ მუშაობა," - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით კი, სენატორების გზავნილებში მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, საქართველომ შეძლო და არ გადაუხვია ევროატლანტიკურ გზას.

ცნობისათვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.

დღის ამბები