17 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
ახლა საჭიროა კიდევ რამდენიმე დარტყმა და ივანიშვილის ეს ქიმერა ხუხულასავით ჩამოიშლება - შალვა ნათელაშვილი

სენატში საქართველოს შესახებ გაკეთებულ გზავნილებთან დაკავშირებით "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ აშშ-დან ხელისუფლებამ მკაცრი შეფასებები მიიღო.

შალვა ნათელაშვილის თქმით, საერთაშორისო ზეწოლა უფრო უნდა გაძლიერდეს. 

"დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ჩვენი სარჩელი ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც, საქართველოს უკანონო, ე.წ.-მა პარლამენტმა რამდენიმე ხნის წინ უარი გვითხრა.

ვითარება მოვიყვანეთ იქამდე, რომ უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. ახლა საჭიროა კიდევ რამდენიმე დარტყმა და ივანიშვილის ეს ქიმერა ხუხულასავით ჩამოიშლება," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა ვაშინგტონში, კონგრესის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განიხილეს.

 
დღის ამბები