17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს ღია კარის პოლიტიკას, როგორც ნატოში გაწევრიანების გზას საქართველოსთვის - დომინიკ რააბი

დღეს დაგეგმილ ნატოს მინისტერიალის შეხვედრაზე, გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი მხარს დაუჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ხსნის გზას ნატოს წევრობისკენ, მათ შორის, რუსული აგრესიის წინაშე მდგარი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა და საქართველო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც დომინიკ რააბმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეებს ერთად დასხდნენ და განიხილონ, თუ რა ღირებულება გააჩნია ალიანსს დღევანდელ სამყაროში, სადაც დემოკრატიული სახელმწიფოები იმ ავტორიტარული სახელმწიფოების თუ არასახელმწიფო აქტორებისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე დგანან, რომლებიც კიბერთავდასხმებსა და სხვა ტექნოლოგიებს წესებზე დამყარებული მსოფლიო წესრიგის საბოტირების მიზნით იყენებენ.

„გაერთიანებული სამეფო, როგორც თავდაცვისა და დიპლომატიის კუთხით უდიდესი პოტენციალის მქონე წამყვანი სახელმწიფო, სრულად უჭერს მხარს ნატოს, რომელიც წარმოადგენს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების მძლავრ შემაკავებელ მექანიზმს და ასევე მტკიცე და ერთიან პოლიტიკურ ბასტიონს მოსკოვის მადესტაბილიზებელი ქმედებებისგან თავდასაცავად" - ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დღის ამბები