ოპოზიცია 2 თვით ადრე დაანონსებული აქციისთვის ემზადება, მათ მოლოდინი აქვთ, რომ აქციების ტალღა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კრიზისის დარეგულირებაში.
"ყველაფერი ის, რაც გამოხატვის თავისუფლების მშვიდობიან ფორმებში ჯდება, ხელს ვერ შეუშლის დემოკრატიულ პროცესსა და მოლაპარაკების პროცესს. აქციები ამ კრიზისის დარეგულირებაში იქნება გადამწყვეტი, რითაც ქართველმა ხალხმა ამ რეჟიმს ხმა უნდა გააგონოს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.
ოპოზიციაში იმასაც აცხადებენ, რომ თუკი დაანონსებულ აქციამდე მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება, ისინი გეგმებს შეცვლიან.
"თუკი მანამდე შეთანხმება იქნება, რა თქმა უნდა, გეგმებს შევცვლით. მაგრამ ისე, აქციები იქნება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" დათმობებზე არ წავა. რადგანაც ევროპას უნდა, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, ველოდებით, რომ ამ რაუნდზე გარღვევა იყოს,"- აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.
ოპოზიციამ საპროტესტო აქცია 15 მაისს დააანონსა.