ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველო ფართომასშტაბიან ვაქცინაციის კამპანიაში უნდა ჩაერთოს.
"ხვალიდანვე უნდა დავიკაპიწოთ ხელები და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩავებათ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის პროცესში.
მოწოდებები ვაქცინაციისკენ იყო, მაგრამ არასაკმარისი აღმოჩნდა.
ჩვენ ხომ შეგნებული ერი ვართ, მით უმეტეს, ექიმები. ექიმებს ვაქცინაციისკენ მოწოდება უნდა სჭირდებოდეთ? არ უნდა სჭირდებოდეთ,"-აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.